lineonline

London Film Festival Day 1

To be the son of a famous filmmaking duo is challenging, especially if you want to survive in the same industry. But Mathieu Demy does it, and he does it with style. After a major screen presence as an actor, his filmmaking debut Americano is a refreshing example of the French cinema after the Cachiers. Rather then rejecting his parents’ legacy, Demy literally inserts the excerpts from Agnes Varda’s 1981 film Documenteur in his new fim. The result is a brutally honest and moving exploration of the mother-son relationship, but also cinema’s past and present. Not surprisingly most of the story takes place in LA: French cinema and the Hollywood, but also the mother and the son - the duallity that makes Americano stand out amongst other examples of the new French cinema. The language is different too and so is the story; The story of coming of age of a man, while reassessing his relationship with his mother after her death. Mathieu’s futile attempts to persuade himself that his depressed mother did not love him and hence sent him off to France end with a beautiful quest of an exhausted man on the Mexican border, who telephones to say that he is coming home. That is, to his girlfriend in Paris of course.

[Flash 10 is required to watch video]

Hand painted 8mm films by LA based Tatia Pilieva

coming soon..

Venice Biennale report by Clara

coming soon..

Venice Biennale report by Clara

[Flash 10 is required to watch video]

A virtual tour of an exhibition by Georgian born Tolia Astali and Dylan Peirce at the Petra Rinck Gallery, Düsseldorf (6.5 - 18.6. 2011)

თოლია ასტალის და დილან პიერსის გამოფენა დიუსელდორფში,

პეტრა რინკ გალერეა, 6.5-18.6.2011

[Flash 10 is required to watch video]

Skype interview with filmmaker Salome Jashi about Doc film festival in Washington DC

სკაიპ ინტერვიუ სალომე ჯაშთან 

მუხა, შაქარი და თორმეტ მეტრიანი ხეები

არ ვიცი რატომ ავირჩიე კვირა დღე. კვირას ხომ Tate-ი ქვიშხეთის დედათა და ბავშვთა სანატორიუმს ჰგავს; დედები თანამედროვე ხელოვნებით უწყალებენ გულს შეღონებულ ბავშვებს, სანამ მდინარის მეორე მხარეს მომუშავე ბანკირ ქმრებს ელოდებიან. კიდევ ერთი ასოციაცია- შაქარი, შაქრის პლანტაციები, კოლონიზატორები. Tate მუზეუმის დაარსებაც ხომ შაქრის მაგნატის, სერ ჰენრი თეიტის სახელს უკავშირდება. ‘ქაჯეთის ციხეს ჰგავს’, ამბობს მუხა,’თოიძის ნახატიდან. აქ თუ გნახეს, მერე პატივს გცემენ, აქედან გადიხარ ბაზარზე. დეზერტირების ბაზრის შესასვლელია!’ მუხას ვახსენებ რომ დეზერტირების ბაზარიც და მისი შესასვლელიც დიდი ხანია დაიკეტა. ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ არ იქცეს ჩვენი საუბარი მოწუწუნე არტისტების მორიგ სესიად.

მუხა ძალიან გამხდარია და ოდნავ დაღლილი გამოხედვა აქვს. 

‘არანაირ ინსპირაციას მუზეუმიდან არ ვღებულობ. ზოოპარკი მგონია. მე ჩემი პირადი ცხოვრებიდან ვხატავ, ვხატავ რასაც გადავაწყდები. შეიძლება იყოს გაზეთში დაბეჭდილი ფოტო’.

‘ყავა ძვირია, ბევრი დედებია. ბანკია. შეხვალ წიგნის მაღაზიაში და კატალოგი ასი ფუნტი ღირს. მე არ მხიბლავს და ვისაც ხიბლავს მოიხიბლოს.’ ვცდილობ გავიხსენო რისთვის მოვედი ამ კვირა დღეს თანამედროვე ხელოვნების გალერეაში. ცუდ ამინდში, თანაც ველოსიპედით. ადრე მუხამ მითხრა, Tate-ში ერთი ხის ქანდაკება აქვთ და ეგ არისო ყველაფერი, ღვთაებრივი ხელოვნება. მაგრამ სანამ ქანდაკებამდე მივალთ…

‘აქ წარმოდგენილი თანამედროვე ხელოვნება არის ძალიან იმპერიალისტური. იმიტომ რომ ძირითადად ბრიტანული ქანდაკება და ბრიტანული ფერწერა აქვთ. სხვათაშორის, ბრიტანული ხელოვნება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კომერციული და სუსტია’.

-ისევე როგორც კინო.

-შეიძლება. სამაგიეროდ პერიოდის დრამა ხომ აქვს კარგი..

 მესამე სართულზე ფეხით ავდივართ. როდკოს ოთახს ჩავუარეთ. 

-აფუჭებდა ტილოებს და ხაისათსაც იფუჭებდა. ბოლოს ადგა და თავი მოიკლა.

დე კირიკო.

-დაჩირდა ჩირიკოს ბანანები.

-აი ეს მხატვარი არ მიყვარს. ბეკონი არა ბეიკონი და ინგლისური საუზმე კიდევ!

-ეს ხო მოდილიანია? რა მაგარი ფერია. აი ეს მინდა მქონდეს!

-მე ის, პიერ ბონარი.

-ა, ბონარია? კი, ჰგავს. 

ვიცინით.

-ჯაკომეტი აქ მახსოვდა და სად წაიღეს?

-წამოდი, მოვნახოთ.

დარბაზები ერთმანეთს ცვლიან, ჯაკომეტის ვერ ვპოულობთ. 

-ეს მიყვარს.

-ვინ, დიუშამბი?

-ჰო

ოთახში ვიდეო მონიტორები დგას და მოლაპარაკე თავები რაღაცას ბუტბუტებენ.

-არა კაცო, ვიდეოს თავი სადა მაქვს! ნახატებს ვუყურებ. მე შუასაუკუნეების ტიპი ვარ.

შუასაუკუნეების თეოდორე მუხიგულს ვუხსნი, როგორ მონახოს ჯაკომეტი მუზეუმის ულტრა თანამედროვე კომპიუტერულ კატალოგში. კიბეებზე ჩავდივართ. გზაში დევიდ ჰამონსის ვიდეოს გადავაწყდით, ორივეს მოგვწონს.’ ზანგია ხომ იცი’, სურათებს ვიღებ, ვერავინ გვამჩნევს.

ვიტო აკონსი, იტალიელი მახინჯი ვიტო.

სპენსერი- ‘ჟუტკი’, იქვე ბეკმანი.

დონალდ ჯადი, დონალდ დაკი და დონალდ რამსფელდი.

იცი რას გავაკეთებდი? ერთ დიდ საგამოფენო დარბაზში წაგებული პოლიტიკოსების გამოფენას. დავახატინებდი რამეს და მერე გამოვფენდი, რომ ყველამ დასცონონ’.

ჯოზეფ ბოისი.

-არა, რა დროს ბოისია, აი ამის სანახავად მოგიყვანე!

ამას მე ვეძახი რას იცი?! ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც.

ჯუზეპე პენონე. თორმეტ მეტრიანი ხე. გეფიცები, მიქელანჯელოა!

‘ეს ხის მორი ძალიან დიდი ხის ნაწილია. ჰოდა, რა გააკეთა? ახალგაზრდობა დაუბრუნა ხეს! ეს არის ზუსტად ის რაც იყო ახალგაზრდობაში, ანუ პირველადი. პოეზია და მათემატიკა გააერთიანა. ჩემთვის ეს ნამუშევარი არის მართლა ღვთაებრივი ხელოვნების ნიმუში.’

‘პირველად რომ ჩამოვედი, მაშინ ვნახე. ნამდვილი ზღაპარი: ბავშვობაში გადაიყვანა ხე, ბავშვობა დაუბრუნა. ზუსტად ეს არის ხელოვ(ა)ნება: რაღაცას ხელი არ უნდა ჰკრა, სამყაროს აღქმა უნდა გქონდეს სწორი და დახვეწილი. რომ ვუყურებ გეფიცები თუ არ მშურდეს, ეს ძალიან იშვიათი რამაა ჩემთვის.’

-ჯაკომეტი სად წაიღეს?

ისევ მესამე სართული. ‘ჩიტო-გვრიტო ნეაპოლიტანური სიმღერაა და ჯოზეფ ბოისი შერლატანი ფაშისტია’.

-აი ‘ჯაყომეტიც’!

-მართლა გგავს. 

არ ვიცი საიდან გაჩნდა უცებ ოთახში რამოდენიმე რუსი ტურისტი, ‘პროფილი გავსო’, რუსულად მოგვაძახეს და გზა განაგრძეს. სურათი გადავიღე, ამჯერად ყველა ჩვენ გვიყურებს. ხვალ ალბათ გარდიანში დაწერენ რომ Tate-ში დაფეთებულმა ტურისტებმა ჯაკომეტის აჩრდილი ნახეს, რომელიც მესამე სართულზე თავის ქანდაკებასთან სურათებს იღებდა.

By Clara Emigrand

London International Documentary Festival 2011

ლონდონის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, დიკენსის სახლმუზეუმსა და ნაციონალურ მუზეუმს შორის საკმაოდ ძნელად მისაგნებ პატარა დარბაზს Horse Hospital-ი ჰქვია და მას თავისი ისტორია აქვს. აქ წლების მანძილზე ისეთ კინოს უჩვენებენ რომელიც პასუხის გაცემის ნაცვლად მხოლოდ კითხვებს სვამს და მაყურებელს აზროვნებისაკენ მოუწოდებს. ყოველ წელს აქ იმართება ლონდონის კინო ფესტივალის ექსპერიმენტული კინო პროგრამის ჩვენებაც, ალბათ იმ მოსაზრებით რომ მსგავსი კინოს მოყვარულები ნაციონალური კინო ცენტრის უზარმაზარ დარბაზს ვერ გაავსებენ. გამიხარდა, რომ გუშინ სწორედ აქ გაიმართა ალექსანდრე ქვირიას ფილმის ‘გორელოვკა-თემი გაქრობის პირას’ პრემიერა.

ფილმის განხილვას და რეჟისორთან ინტერვიუს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

მანამდე კი ერთი საინტერესო ამბავი.

ფილმის შემდეგ კითხვა-პასუხი ალექსანდრეების (ალექსანდრე ქვირია და ბი ბი სი-ს კორესპონდენტი ალექსანდრე ხანი) მონდომების მიუხედავად ქართულ-რუსული პოლიტიკის განხილვაში გადაიზარდა. მაყურებელი საკმაოდ გამოაცოცხლა შუახნის ინგლისელი ქალბატონის გამოსვლამ, რომელიც ვერ მიმხვდარიყო რატომ არ სურდათ გასტროლებზე მყოფ ქართველ მსახიობებს რუსულად საუბარი. აღმოჩნდა, რომ მან სწორედ რუსული და პოლონური იცოდა, ჩვენების შემდეგ კი ისიც გაგვიმხილა მართლა ინგლისელი არ გეგონოთ პოლონელი ებრაელი ვარო…

ენა, როგორც კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება - მგონი არსებობს წიგნი ამ სათაურით? აღარ მახსოვს. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა. 

by Clara

[Flash 10 is required to watch video]

video by Sandro Kakabadze

2010 წლის აპრილში ლონდონში პირველად მოეწყო თანამედროვე ქართველი მხატვრების კინო და ვიდეო ნამუშევრების ჩვენება. წარმოდგენილი იყო ექვსი სხვადასხვა ავტორის მაია სუმბაძის, მამუკა ჯაფარიძის, კოკა რამიშვილის, თოლია ასტალის & დილან პიერსის, სოფიო მედოიძისა და ალექსანდრე ქვირიას მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ჩვენება მოეწყო ბრიტანეთის სხვადასხვა გალერეებში, მათ შორის Arnolfini Bristol, Matt Robers Arts, Pushkin House, Riverside Studios London. პროექტი განხორციელდა ლაურა პრუვო და tank.tv-სთან ერთად, თორნიკე გაბრავას და flyvision-ის მხარდაჭერით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://www.tank.tv   http://www.flyvision.co.uk

After Paradjanov

Artists’ film & video from Georgia

1st - 16th April 2010 on www.tank.tv

This April tank.tv will be showcasing recent work in film & video from Georgia. Curated specially for the tank.tv platform by Sophio Medoidze this exhibition is a response to the BFI’s recent Sergei Paradjanov season. 

In March the great artist and filmmaker Sergei Paradjanov was the subject of a major retrospective at the BFI and has also been the focus of numerous other events taking place around London. His artworks were exhibited, his films were screened, his Georgian/Armenian identity examined. He is regarded as one of the best-kept secrets of cinema, a visionary, cinema’s most singular dissident.

My tutor, film critic Natia Amiredjibi told me that her daughter, when small, had beautiful dresses created by Paradjanov. I can imagine how carefully he would have embroidered the ornaments on those dresses and how much he would have cared about the texture of the different fabrics he put together. Just as carefully as he selects images and sounds in his films, in order to communicate certain ideas and challenge the viewer’s perception. I think Paradjanov would have embraced video if he were still making films today; he would have liked the lightness and immediacy of the medium. It was this speculation that led me to consider an exhibition of video work by contemporary Georgian artists.

I have my doubts about such initiatives in which artists are grouped together by their nationality. I did not want the show to be overly concerned with the specificities of the socio-political situation in Georgia - I will leave that to the journalists. What I was interested in was how (and if) the images and sounds could communicate these ideas even though the subjects range from Modern architecture to a children’s television programme in Soviet Georgia.

In keeping with the great tradition of the Soviet cinema at its best, Paradjanov believed that the artwork should be easily accessible to a large audience. This is why it is especially apt to show these works online from a group of artists who hardly have anything in common, except that they are shown together in a certain place, at a certain time. Paradjanov would have definitely approved of this and of tank.tv’s credo of making moving image accessible to all.

Sophio Medoidze

[Flash 10 is required to watch video]

Recording of a performance by Clara Emigrand at the Hanbury Hall, London. Part of This Is Not A Gateway Festival 2010. http://thisisnotagateway.squarespace.com/2010-participants/

კლარა ემიგრანდის პერფორმანსი ლონდონის ჰანბური ჰოლში, ნოემბერი 2010.